Tuesday, February 4, 2014

მეოთხე დღე


დღეს დავასრულეთ მეორე მოდული, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ჩავურთეთ პრეზენტაციაში შეფასების გეგმა, აქვე განვიხილეთ და გავითვალისწინეთ მოსწავლეთა საჭიროებები, დავხვეწეთ პრეზენტაციები და ავტივირთეთ ბლოგზე. ბოლოს კი კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის ბლოგებს. ტრენერი - გვანცა სალია იმდენად დეტალურ და სიღრმისეულ ცოდნას გვაწვდის, რომ შეუძლებელია რომელიმე საკითხი ვერ გაიგო, ასე, რომ ყოველი დღე ნაყოფიერია და საინტერესო.

Saturday, February 1, 2014

მესამე დღე

დღეს ჩავასიყვარულეთ power-point ანუ, შევარჩიეთ თემატური ფონები და დავიტანეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს პრეზენტაციებში. სააკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.

Monday, January 27, 2014

მეორე დღე

დღეს ვასრულეთ პირველი მოდული. ძალიან საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია მივიღე ჩემი პროექტის განსახორციელებლად შემდგომში, ვინაიდან, დღევანდელი ტრენინგი ეხებოდა პროექტის თემატიკაზე ერთგვარი პროპაგანდის მომზადებას, ანუ მე უკვე შემიძლია ჩემს მიერ შერჩეული პროექტის ირგვლივ დავამზადო ბროშურა, ფლაერი, ბანერიც კი თუკი დიდ ხარჟებს არ მოითხოვს, ასევე პუბლიკაციას ან სტატიას გამოვაქვეყნებ  და თან ჩემი გემოვნებით ავაგებ ამ ყველაფერს, რაც ყველაზე მთავარია,  ეს არ იქნება უკვე არსებული შაბლონი, არამედ ჩემი მოსწავლეების იდეა, ჩემი იდეა ....
გარდა ამისა, შევიმუშავეთ პროექტის გეგმის გაწერის ტექნიკაც და დავაფიქსირეთ ისიც, რომ ერტოვნულ სასწავლო გეგმასთან უნდა გვქონდეს უწყვეტი თანხვედრა ყოველი ხაზის გაწერისას.
გეგმაში, მკაფიოდ და ზუსტად უნდა განვსაზღვროთ მიზანი, რათა შესაბამის შედეგზე გავიდეთ ჩვენი პროექტით.
უამრავი მადლობა ტრენერს -  გვანცა სალიას ენერგიული მუშაობის, გულისხმიერებისა და მასალის მსმენელამდე სიღრმისეულად მიწოდებისთვის.

Saturday, January 25, 2014

პირველი დღე

  • დღეს მიმოვიხილეთ
    პროექტებით სწავლება


    პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
    კერძოდ :
     
  • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
  •  სტატიის მომზადება პროექტებით  სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
  •  თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის  უნარ-ჩვევების შერჩევა


    ძალიან კმაყოფილი დაქვრჩი დღევანდელი ტრენინგით და რაღატქმა უნდა ტრენერით-
    გვანცა სალია. დიდი მადლობა მას ასეთი ენერგიულობისა და მონდომებისათვის :*