ათინა თოიძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მოწვეული უფროსი მასწავლებელი/ ბათუმის ილია ჭავჭავაძის N 1 საჯარო სკოლა, უფროსი მასწავლებელი
„ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა და კლასის
მართვის თანამედროვე სტრატეგიები“
კლასის მართვა მნიშვნელობავანი პროცესია, რომელიც აერთიანებს
ყველა დამოუკიდებელ კომპონენტს - მოსწავლეთა ცოდნას, გეგმის შედგენასა და შესრულებას,
ინსტრუქციის ნათლად მიწოდებას, მოსწავლეთა პასუხისმგებლიან ლიდერებად ჩამოყალიბებას
და თვით-რეფლექსიას.
ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა არა მარტო ხაზს უსვამს
კლასის მართვის მნიშვნელობას, არამედ ასახავს მის დინამიკურობას (ფუნქციურობას). გამომდინარე
იმ ფაქტიდან, რომ თანამედროვე კლასები იზრდება სოციო-კულტურული, ემოციური და აკადემიური
მრავალფეროვნების მიხედვით, კლასებიც მეტად ინკლუზიური და სხვადასხვაგვარია. ბოლო დროს
მშობლის როლიც შეიცვალა შვილის აღზრდის პროცესში და მბრძანებლური დამოკიდებულება მეგობრულით
შეიცვალა.
21-ე
საუკუნის კლასები მოსწავლეთა საჭიროებასა და სურვილზეა მორგებული და საგანმანათლებლო
თემს ჰგავს სადაც მოვალეობები თანაბრად ნაწილდება და საერთო მიზანს- წარმატებას ემსახურება
თითოეული წევრის ნაბიჯი - ძლიერი სწავლება რომელიც ეფუძნება გარკვეული პირობებისა და ინსტრუქციების
მიწოდებას,
რაც საბოლოოდ კლასის ეფექტურ მართვამდე მიგვიყვანს.21-ე საუკუნის მასწავლებელიც ერთპიროვნული
მართვის ნაცვლად ხელს წყობს მოსწავლეებში თვითკონტროლის და პასუხისმგებლობის უნარების
ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე საკლასო ატმოსფეროც თბილი,მეგობრული და მზრუნველია.
კლასის ყოველ წევრს ასეთი მიდგომა ურთიერთპატივისცემის გრძნობით აღავსებს და უვითარებთ
თანამშრომლობით უნარ-ჩვევებს. ვიდრე უშუალოდ ეფექტური სწავლების სტრატეგიებსა და მეთოდებზე გადავალთ, ჯერ განვიხილოთ
რას ნიშნავს „მასწავლებელი“?! ერთი შეხედვით
ცხადია - ეს არის მოვალეობებით დატვირთული არსება რომელსაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია
ვალდებულება ასწავლოს სხვას არსებობისა და სწავლის შესახებს არსებული სხვადასხვა გზების
შესახებ. ეფექტური მასწავლებელი ისაა ვისაც ძალუძს მოსწავლეს ჩამოუყალიბოს მიზანი. ეფექტური სწავლების მთავარი
პირობა ხომ მიზანსწრაფულობა და წარმატებაა.
პრაქტიკამ და კვლევებმა ცხადყო რომ არსებობს მასწავლებლელთა
3 კატეგორია, რომელთაც სხვადასხვა მიდგომა
და დამოკიდებულება აქვთ კლასების მიმართ:
1.ასერტული. 2. მტრულად განწყობილნი. 3. თავისუფალი (არაასერტული). ჩვენ - მასწავლებლებს
მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჟესტური ენა, ხმის ტონი და სახის გამომეტყველება ადრესატზე
დიდ გავლენას ახდენს. მსგავს შეტყობინებას შეუძლია დარწმუნებაც და დაშინებაც, გააჩნია
როგორ ვიტყვით. სიტყვებზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენს გამომეტყბელებასა და ხმის ტონზე
ბევრად მეტი პასუხისმგებლობა ირიცხება და მეტი გავლენა აქვს ვიდრე გვინდა, რომ ვიგულისხმოთ.
ქეროლ ჯერართ მუნი:
•
„წარმატებულია მასწავლებელი
ვინც კლასის მართვისას ყურადღებას აქცევს: ხმის ტონს , ჟესტებს და მოსწავლეთა ზუსტ სახელებს“!
ჩვენ, როგორც
მასწავლებლები ყოველთვის ვცდილობთ, რომ: ჩვენთან მოსწავლემ თავი კარგად იგრძნოს. ...
ეფექტური სასწავლო
გარემოს შექმნა
ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა როგორც კომფორტული ფიზიკური
გარემოს, ისე უსაფრთხო ემოციური ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს. კომფორტული გარემოს
შექმნაში ისეთი მარტივი ელემენტებიც კი მნიშვნელოვანია, როგორიცაა კლასში შემოსვლისთანავე
მოსწავლეების მისალმება და მოკითხვა, მათი სახელების დამახსოვრება და ყოველთვის სახელით
მიმართვა, საკუთარი თავის შესახებ მცირედი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება, მერხებისა
და სკამების ისე განლაგება, რომ მასწავლებელს კლასში მოძრაობის, ხოლო მოსწავლეებს ჯანსაღი
ინტერაქციის საშუალება ჰქონდეთ. ეფექტური გარემოს შესაქმნელად კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი
ელემენტია მასწავლებლის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულების დემონსტრირება. აკადემიური
თვალსაზრისით ეფექტური სასწავლო გარემოს შექმნა გულისხმობს მოსწავლეების დონისა და
შესაძლებლობების შესაბამისი მასალის გამოყენებას, აგრეთვე ინსტრუქციების მკაფიოდ მიცემას.
არასდროს უარყოთ: ყოველთვის უნდა ვეცადოთ ყურადღება გავამახვილოთ მოსწავლეთა დადებით მხარეებზე, შევთავაზოთ ინდივიდუალური სავარჯიშოები, რათა მოხდეს
მისი მაქსიმალურად ჩართვა სასწავლო პროცეში.
გადაჭარბებული შექება – ნუ ვეცდებით, რომ როდესაც დავალებას შეასრულებენ, სხვაზე მეტად შევაქოთ,
მივცეთ ამ ქებას დემონსტრაციული სახე. ჩვენი მიზანია მათი ჩართვა სასწავლო პროცესში
და არა მათი განსხვავება სხვა მოსწავლეებისაგან. ასეთმა ქცევამ, შეიძლება, გააღიზიანოს
სხვა მოსწავლეები და მათში უსამართლობის განცდა გააჩინოს.
ხშირად შევახსენოთ მოვალეობები: აკონტროლეთ საშინაო და საკლასო სამუშაო, ხშირად მიეცით
განმავითარებელი შეფასებები, მიაწოდეთ ინფორმაცია აკადემიური მოსწრების შესახებ, რომ
არ მოყვეს სხვა გართულებები, როგორიცაა კლასში დარჩენა, გარიცხვა და სხვა.
შემოქმედებითი მიდგომა
იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი
მუდმივად საინტერესო იყოს და მოსწავლეებს ყურადღება არ მოუდუნდეთ, შემოქმედებით მიდგომას
მივმართავთ და სწავლების ინოვაციური ფორმებს ვეძებ. ბავშვებს სიახლეები
და ექსპერიმენტები ყოველთვის იზიდავთ. ეს მათ განვითარებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა,
განსხვავებული და მრავალფეროვანი სწავლების მეთოდებისა და ფორმების გამოყენება სხვადასხვა
სტილის მქონე შემსწავლელების დაინტერესების გარანტიაცაა. „საშუალო დონის მასწავლებელი მოგვითხრობს, კარგი მასწავლებელი გვიხსნის, პროფესიონალი
მასწავლებელი გვიჩვენებს, საუკეთესო მასწავლებელი კი შემოქმედებით ინტერესს გვიღვიძებს“ - უთქვამს ამერიკელ პუბლიცისტს უილიამ
არტურ უორდს.
მოსწავლეების
შეფასება
მოსწავლეების გამჭვირვალე შეფასება მასწავლებლის რეპუტაციასა და პროფესიონალიზმთან
პირდაპირ კავშირშია. ის მოზარდების დამოკიდებულებასა და ქცევაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას
ახდენს. შეფასების სისტემა მაქსიმალურად ობიექტური, გამჭვირვალე და სამართლიანი უნდა
იყოს. მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებს კარგად უნდა იცნობდნენ. შეფასებასთან ერთად
მათ სიტყვიერ რჩევებსაც ვაძლევთ. რჩევების მიცემისას მოსწავლეებს წავახალისებთ ხოლმე და მათ ამითი ოპტიმისტური განწყობას ვუქმნით. სავარჯიშოების
მრავალფეროვნება შეფასების რუბრიკებთან ერთად ცხადყოფს თუ რამდენად ავითვისეთ სტრატეგია.
კომუნიკაცია
ღია
კომუნიკაცია პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ყველა მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ
მისი აზრი მნიშვნელოვანია და მის შეკითხვას ყოველთვის ინტერესით მოელიან. კარგი იქნება თუ კლასში შეკითხვების ყუთი დავდგამთ, სადაც მოსწავლეები ანონიმურად
განათავსებენ თავიანთ შეკითხვებს და მომდევნო გაკვეთილზე ჩვენგან პასუხებს მიიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ
მოსწავლეებთან, არამედ მშობლებთან კომუნიკაციაც. მასწავლებელმა მოსწავლეები უნდა წაახალისოს,
რათა მათ აქტიურად გამოთქვან აზრი, დასვან შეკითხვები და ისაუბრონ პრობლემებზე. მშობლებთან
კომუნიკაციისთვის პედაგოგს შეუძლია ზეპირ ან წერილობით ფორმას მიმართოს. პირადად მე ხშირად ვიყენებ
წერილობით კომუნიკაციას. რაც უფრო მეტად არის მშობელი ინფორმირებული შვილის წარმატებებისა
თუ სირთულეების შესახებ, მით მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა აქვს მოსწავლესაც. კომუნიკაციის
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კოლეგებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან აქტიური კომუნიკაციაც.
ამ გზით პრობლემების კოორდინირებულად გადაჭრაა შესაძლებელი.
ისტ -ის გამოყენებამ უცხო ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის მაჩვენებელი საგრძჩნობლად გაზარდა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და ჩვევების განვითარებაცუფრო ეფექტიანად და ინტენსიურად წარმართა. ისტ -ის გამოყენებით მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად და დამოუკიდებლადაც კი ახდენენ
ისტ -ის გამოყენებამ უცხო ენის სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის მაჩვენებელი საგრძჩნობლად გაზარდა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარებისა და ჩვევების განვითარებაცუფრო ეფექტიანად და ინტენსიურად წარმართა. ისტ -ის გამოყენებით მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად და დამოუკიდებლადაც კი ახდენენ
შედეგები
ჩვენ მუდამ
ვცდილობთ გაკვეთილის მსვლელობისას აქტიური ტემპი შევინარჩუნოთ და მოსწავლეებს მოდუნების
საშუალება არ მივცეთ. კლასის წარმატებულად მართვისთვის ვაკონტროლებთ დროს, ვგრძნობთ
როდის შეიძლება ავჩქარდეთ ან შევცვალოთ აქტივობა. დიდ კლასში სწავლებისას მაქსიმალურად
ვცდილობთ ვიხელმძღვანელოთ მულტისენსორული სწავლების პრინციპით, რაც ინფორმაციის მრავალმხრივად
წარმოდგენას გულისხმობს. ინფორმაციის მიწოდებისას ვიყენებთ ჟესტებს, ვიზუალურ დამხმარე მასალებს, წერილობითი
ტექსტებს, მოსასმენი მასალას, სიმულაციური მოდელირების მეთოდს.
სასწავლო გარემოს შექმნისა და მოსწავლეთა ჩართულობისათვის:
ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს კლასის წესების ჩამოყალიბებაში. სწორად ვიმახსოვრებთ მოსწავლეების სახელებს და მათ შესახებს აუცილებელ ინფორმაციას.ხშირად ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.
სასწავლო გარემოს შექმნისა და მოსწავლეთა ჩართულობისათვის:
ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეებს კლასის წესების ჩამოყალიბებაში. სწორად ვიმახსოვრებთ მოსწავლეების სახელებს და მათ შესახებს აუცილებელ ინფორმაციას.ხშირად ვითვალისწინებთ მათ საჭიროებებსა და სურვილებს.
RESUME
Classrooms in the twenty-first century become
more student-centered, both teachers and students must adjust accordingly. Classrooms
are now becoming learning communities in which there is shared responsibility
for the success of all community members. There is a sharing of leadership
between teachers and students as the teacher no longer controls but fosters
student self-control and responsibility.
The
teacher understands how students differ in their approaches to learning and
creates instructional opportunities that are adapted to diverse learners. 2.
The teacher creates a learning environment that encourages positive social
interaction, active engagement in learning and self-motivation. 3. The teacher
uses knowledge of effective verbal, nonverbal (body- language) 4. The teacher is a reflective practitioner
who continually evaluates the effects of students’ choices.
The term classroom
management refers to the actions teachers take to create an environment that is
respectful, caring, orderly, and productive. Classroom management supports and
facilitates both academic and social-emotional learning. In other words,
effective classroom managers not only create an environment to foster academic
achievement, they work hard to enhance students’ social skills.
BIBLIOGRAPHY /
ბიბლიოგრაფია:
2.
Shindler,
J., Jones, A., Williams, A., Taylor, C., & Cadenas, H. (2009, January).
3.
Hickey,
D. T., & Schafer, N. J. (2006). Design-based, participation-centered
approaches to classroom management. In C. M. Evertson & C. S. Weinstein
(Eds.),Handbook of classroom management(pp. 281–308). Mahwah, NJ: Erlbaum
4.
Shindler,
J. (2003).Creating a psychology of success in the classroom: Enhancing academic
achievement by system-atically promoting student self-esteem. Classroom
management resource site, California State University, Los Angeles. Retrieved
September 12, 2008, from www.calstatela.edu/faculty/jshindl/cm.
5.
L.
Stough, “The Place of Classroom Management and Standards in Teacher Education”
in Handbook of Classroom Management: Research, Practice, and Contemporary
Issues, ed. C. M. Evertson and C. S. Weinstein (Mahwah, NJ: Lawrence Erlbaum
Associates, 2006).
No comments:
Post a Comment