Monday, February 17, 2014

დღე მეცხრე

დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტის  პრეზენტირება, გავიზიარეთ სხვების შეხედულებები

ესც ჩემი პროექტის პორტფოლიო

Saturday, February 15, 2014

მეშვიდე დღე


დღეს მეექვსე მოდულში შევაფასეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომები, მათივე საჭიროების გათვალისწინებით.შევქმენით საქაღალდეები google.rive-ში და შევინახეთ ჩვენი დოკუმენტები შესაბამის ფაილში.გავაანალიზეთ მოსწავეთა თვითრეგულირების უნარის გამოწვევა. http://youtu.be/L7PFOs3d5Gw

Thursday, February 13, 2014

მეექვსე დღე


დღეს განვიხილეთ მეხუთე მოდული, რომელიც შეეხებოდა მოსწავლეთა პროექტების შეფასებას. ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, ფოკუსირება მოვახდინეთ შეფასების გეგმაზე, დავგეგმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და გამოვკვეთეთ პრობლემატიკა, რომელზეც მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება, გამოვრიცხეთ ბუნდოვანი ფრაზები და დავხვეწეთ სავარაუდო პრეზენტაციები. გავაკეთეთ შეფასების რუბრიკა.

Saturday, February 8, 2014

მეხუთე დღე


რაც დრო გადის, მეტად აქტიურ ფაზაში შედის ჩვენი ტრენინგი :) ძალიან ბევრ სასარგებლო საკითხს ვეხებით და პროგრესიც გვეტყობა ჩვენი შრომისმოყვარე ტრენერის დამსახურებით. დღეს დავასრულეთ on-line კოლაბორაცია, ჩავაშენეთ ვიდეო რგოლები ჩვენს ბლოგზე, Intel - ის ბაზაზე შევიტანეთ ჩვენი მონაცემები. რაც შეეხება მეოთხე მოდულს, აქ ვიმუშავეთ პროექტის წინასწარ დაგეგმვაზე და გავეცანით უკუკავშირის გაზიარების ფორმებს. შემდეგ კი ეს ე.წ. feedback - ები გავწერეთ ერთმანეთის ბლოგებზე :)

რეკლამა

Tuesday, February 4, 2014

მეოთხე დღე


დღეს დავასრულეთ მეორე მოდული, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ჩავურთეთ პრეზენტაციაში შეფასების გეგმა, აქვე განვიხილეთ და გავითვალისწინეთ მოსწავლეთა საჭიროებები, დავხვეწეთ პრეზენტაციები და ავტივირთეთ ბლოგზე. ბოლოს კი კომენტარები გავუკეთეთ ერთმანეთის ბლოგებს. ტრენერი - გვანცა სალია იმდენად დეტალურ და სიღრმისეულ ცოდნას გვაწვდის, რომ შეუძლებელია რომელიმე საკითხი ვერ გაიგო, ასე, რომ ყოველი დღე ნაყოფიერია და საინტერესო.

Saturday, February 1, 2014

მესამე დღე

დღეს ჩავასიყვარულეთ power-point ანუ, შევარჩიეთ თემატური ფონები და დავიტანეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩვენს პრეზენტაციებში. სააკმაოდ ნაყოფიერი დღე იყო.